საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია (სკსფ, საერთაშორისო აბრევიატურა „GCSF“) — არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2002 წლის 7 მარტს. წარმოადგენს პირველ ორგანიზაციას, რომელმაც საქართველოში დაიწყო კიბერსპორტის განვითარება. ფედერაციას დაარსებიდან ჩატარებული აქვს 8 მსოფლიო ოლიმპიადის შესარჩევი სახელწოდებით – WCG Georgia", 4 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი „IeSF“ -ის ეგიდით, 2 ევროპის პირველობის შესარჩევი, 9 საქართველოს ჩემპიონატი „ფედერაციის თასის“ სახელწოდებით, ფედერაციის ლიგა, 3 სასკოლო ოლიმპიადა და 100-მდე საკლუბო ჩემპიონატი. ფედერაციის ორგანიზებით 2004 წლიდან ქართველი გეიმერები 13 ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ჩემპიონატზე. 2017 წლის 19 ოქტომბერსს ჩატარდა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი DOTA2-ში.
No comments:
Post a Comment